Georgian
 Web Typography

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

 Home ] Up ]

[Back] [Next]

 

ქართული
ვების
ტიპოგრაფია

 

General Intro
Font Proportions
Encodings and Keyboars
Standartization 1
Standartization 2
Standartization 3
Radio Liberty
Michael Everson
Dumbadze, ImMemoriam

 

სტატისტიკა Stats

 


შავლეგო

Shavlego

 

ქართული კარიბჭე

Georgian Portal

 

Download Zone

  

Unicode encoded Georgian document

Mirror from "DedaEna" [Mother Tongue] - first Georgian Website established Nov 1996


"მიწერები" და "გეგმის გადაჭარბება" ინტერნეტში ანუ ტექნოლოგიურად და ინფორმაციულად გამართული ქართული შრიფტების (დამწერლობის) პრობლემა ინტერნეტის, ვებისა და ელექტრონული ფოსტისათვის

გამოქვეყნებულია ქართულ პრესაში

უკანასკნელ ხანს ინტერნეტში საცივის, ჩახოხბილის, ხინკლის, აჯიკის, ხიხვისა და სხვა "ცხარე ნაციონალურ" კეძთა, "განვითარებადი დემოკრატიისა" და მწირი ჰუმანიტარული დახმარების კამპანიაში საკმაოდ "კაშკაშად და ხმამაღლა" წარგამოჩინდა ქართული შრიფტების (ფონტების) გარკვეული რაოდენობა, რაც თავისთავად სასიამოვნო ფაქტია.

მაგრამ, უგემური ისაა, რომ ყველა ამ შრიფტს საერთაშორისო სტანდარტების, ნორმებისა და საერთოდ კომპიუტერული თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების სრული უგულველყოფისა (თუ უცოდინრობის) დაღი ასვია.

საკმარისია ითქვას, რომ:

  1. ქართული ასოები განლაგებულია დაწყებული ASCII-ს 64 კოდური პოზიციიდან (ანუ სტანდარტით ლათინურის ადგილას) რაც გამორიცხავს ამ შრიფტებით სისტემური ინფორმაციის (მათ შორის დამისამართების) გამოსახვას;

  2. ასოები არ არის დალაგებული ანბანური რიგის მიხედვით (რაც პოტენციურად ართულებს თუ შეუძლებელს ხდის სორტირებასა და ინდექსირებას პოპულარული პროგრამული პროდუქტების გარემოში);

  3. შრიფტებში ფაქტობრივად არ არის ასახული გრაფიკული სისტემური სიმბოლოები და ა.შ.

ზოგადად, ეს არც არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურსა და სოციალურ-ეკონომიკურ დეგრადაციას და "სოცრეალიზმის" რეციდივებს. გასაკვირი ისაა, რომ თვით ნეტში არსებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოში ინტერნეტის განვითარება თავის მნიშვნელოვან ამოცანად აქვთ დეკლარირებული ისეთ საკმაოდ გავლენიან სამთავრობო, თითქოს და ისეთ კომპეტენტურ ორგანიზაციებს როგორიცაა PHRF, GDN და სხვა. ამ ფინანსურად წელმაგარი ორგანიზაციების სპეციალისტები კი - რომლებიც ასე ვთქვათ "კურირებას უწევენ" საქართველოში ინტერნეტის სისტემების განვითარებას ვალდებული არიან იცოდნენ კომპიუტერული ანბანი, უნდა იცოდნენ რომ არსებობს ისეთი სტანდარტები როგორიცაა მაგ.: ASCII, ISO 8859-*, Unicode და სხვა, რაც სავსებით აუცილილებელია ამ საქმის წამოწყებისას.

ჩვენ საგანგებოდ გადავხედეთ კომპიუტერული შრიფტების მდგომარეობას (თვით ინტერნეტის რესურსებში) ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში (მაგალითად მეზობელ სომხეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთზე), აგრეთვე ისეთ ქვეყნებში რომლებსაც არალათინური დამწერლობა გააჩნიათ (ისრაელი, საბერძნეთი) და აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ ინტერნეტში წარმოდგენილი ამ ქართულ შრიფტების ავტორები განიცდიან ამ საქმისათვის აუცილებელი ინფორმაციისა თუ საჭირო პროგრამული რესურსების ნაკლებობას (რბილად რომ ვთქვათ პროფესიულ არაკომპეტენტურობას).

ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ კომპიუტერისათვის ქართული დამწერლობისა და სამუშაო სტანდარტების შექმნას უკვე ორი ათეული წლის ისტორია აქვს. ეს სამუშაოები ჯერ კიდევ 1975 წელს დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინფორმაციის ცენტრისა და გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტების მიერ (კიბერნეტიკისა და მართვის სისტემების ინსტიტუტების მონაწილეობით).

ამ ინსტიტუტების მიერ, ენათმეცნიერების, ქართული ლიტერატურის, ხელნაწერთა და ისტორიის ინსტიტუტებთან, მეცნიერებათა აკადემიის სტამბასთან თანამშრომლობითა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერიზაციის სამეცნიერო საბჭოს კოორდინაციით, ჯერ კიდევ 1988-1990 წლებში შეიქმნა სამუშაო სტანდარტები MS-DOS-ისა და Windows-ისათვის - რომლებიც შეესაბამებიან ASCII და ASCII, ISO 8859-*, Unicode სტანდარტებს და რაიმე სირთულეების გარეშე გამოიყენებოდნენ ინტერნეტის წინამორბედ BBS სისტემებში და გამოცდა გაიარეს ინტერნეტის ადრეულ ვერსიებშიც.

სწორედ ამავე პერიოდში შეიქმნა ყველა ქართული ინდუსტრიული სასტამბო შრიფტის სრულყოფილი ბიტმაპ, თრუ-ტაიპ და პოსტსკრიპტ ასლები (რომლებიც გადაღებულია განხილულ შრიფტებშიც), რაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული შრიფტების ისეთმა გამოჩენილმა სპეციალისტმა როგორიცაა ბატონი დუმბაძე. ყველა ეს სამუშაო ითვალისწინებდა ტექნოლოგიურ და ინფორმაციულ ინტეგრაციულობას - ერთ პროგრამულ თუ ტექნიკურ გარემოში (სისტემაში) შექმნილი ინფორმაციის მარტივ გამოყენებას სხვებში.

ისე რომ, ისევ და ისევ: "ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან".
როდემდე?

"კავკასიკისა" და "შავლეგოს" ვებ-გვერდების რედაქციები

დეკემბერი 1996

დიზაინი და საავტორო უფლებები
რენო სირაძისა
ელ-ფოსტა:
r_s@reno.pp.fi
ელსმენი: (+358)-9-8723592

 Home ] General Intro ] Font Proportions ] Encodings and Keyboars ] Standartization 1 ] Standartization 2 ] [ Standartization 3 ] Radio Liberty ] Michael Everson ] Dumbadze, ImMemoriam ]

MMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMM

© BPG-InfoTech, 1997

mailto: rioni@hotmail.com