Georgian
 Web Typography

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

 Home ] Up ]

[Back] [Next]

 

ქართული
ვების
ტიპოგრაფია

 

General Intro
Font Proportions
Encodings and Keyboars
Standartization 1
Standartization 2
Standartization 3
Radio Liberty
Michael Everson
Dumbadze, ImMemoriam

 

სტატისტიკა Stats

 


შავლეგო

Shavlego

 

ქართული კარიბჭე

Georgian Portal

 

Download Zone

  

Unicode encoded Georgian document

Mirror from "DedaEna" [Mother Tongue] - first Georgian Website established Nov 1996


ქართული კომპიუტერული შრიფტის (ფონტის) პრობლემები ანუ ქართული დამწერლობა და მწიგნობრობა კომპიუტერულ საუკუნეში

გამოქვეყნებულია ქართულ პრესაში

დაინტერესებული ქართველი მკითხველისათვის, საპოლემიკოდ

 

მეგობრებო, როგორც იცით (იმიტომ რომ თქვენს თავზე გამოსცადეთ) ეს ქვეყანა ქართულად, ქართულ ენაზე განიკითხება.

ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ აქამდე კომპიუტერული სისტემებისათვის ქართული დამწერლობის (შრიფტის, ფონტის) პრობლემები მოუგვარებელია.

ამჯერად ტექნიკური პრობლემებით არ მინდა დაგტვირთოთ. პრობლემები თვით ენისა და დამწერლობის ბუნებიდან გამომდინარე გაცილებით ნაკლები გვაქვს ვინემ სხვა ენებსა და ერებს (ამაზე დაწვრილებით შემდგომ მოგახსენებთ).

ვისაც დღეს ე.წ. დასავლეთში უწევს ცხოვრება და მუშაობა მიაქცევდა ყურადღებას იმასაც, რომ ისეთ მცირერიცხოვან ერებსაც კი როგორიცაა ვთქვათ ფინელები, ნორვეგიელები, ჩეხები და ა.შ. პროგრამული პროდუქტები (ტექსტური პროცესორებიდან დაწყებული და ნეტ-ის ბროუზერებით დამთავრებული) თავის მშობლიურ, სახელმწიფო ენებზე მიეწოდება.

ახლა, თუ გადახედავთ თუნდაც ნეტ-ში არსებულ ინფორმაციას სხვადასხვა ენების მდგომარეობის შესახებ - მათი დამწერლობის სტანდარტიზების თვალსაზრისით, ადვილად მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ შეგნებული და გამიზნული ბოროტება ხდება (იხ: Yahoo!-ში სპეციალური რუბრიკა "ინტერნაციონალიზაციაზე"*).

და სხვა ვერაფრით ვერ ახსნით იმ გარემოებას, რომ სტანდარტები ვთქვათ ბერძნულის, სომხურის, თურქულის (საერთოდ თურანული ენების, მათ შორის აზერბაიჯანულის), ებრაულის, არაბულის, ინდური ენების (არას ვამბობ გერმანულზე, პოლონურზე, ჩეხურზე და სხვა) და ა.შ. უკვე 70-იან და 80-იანი წლების დასაწყისში მიიღეს და დანერგეს, ხოლო ქართულის ჯერაც არ მომხდარა და თუ ძალას არ დავატანთ უახლოეს მომავალში არც მოხდება. ან კიდევ თავს მოგვახვევენ ისეთივე აბდაუბდას, რაც დღეს რუსეთს მოუვიდა (თავის თავს დააბრალოს) - კოი8, ალტერნატიული, Win-ის - თვითონ ვერ გაუგიათ რამდენი სტანდარტი აქვთ და რატომ.

არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო თუნდაც ფორმალური ნიშნით (უმაღლესი განათლების მქონეთა, მეცნიერებათა დოქტორებისა და კანდიდატების მქონეთა წილით მთელს მოსახლეობაში) მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ჯერ კიდევ 80-90-იან წლებში საქართველო და თბილისი ერთ-ერთი მიწინავე იყვნენ კიბერნეტიკის დარგში - მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი (ათასამდე თანამშრომლით), მართვის სისტემების ინსტიტუტი (500) და სხვ. თითქოს სოლიდური მეცნიერული საფუძველია, არა?

ალბათ გახსოვთ "აპრილის" დედა-ენის დაცვისათვის ბრძოლა? მე ვერ დავივიწყებ, უნივერსიტეტის წინ სტუდენტმა გოგონებმა და ვაჟებმა (ახლა ვხვდები, რომ არსებითად ბავშვებმა) თავისი ხალასი სიხლით რომ დაწერეს დიდ პლაკატზე დიდი ასოებით "დედა ენა" (ახლა იგივე დისპლეი-ზეა დასაწერი!).

გეხსომებათ ცკ-ს შესაბამისი ("ეპოქალური") დადგენილებაც "დედა ენის განვითარების შესახებ". დღეს საქართველოს ისევ ის ხალხი და ის ზნე მოახვიეს თავს. საქმეც ისევ იქა დგას.

მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა უნდა შევწყვიტოთ. პირიქით, ქართულმა უნდა გაიმარჯვოს. გამარჯვება კი თვით ბრძოლაა.

საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში საქართველოს სსრ საინფორმაციო კომპიუტერიზებული სისტემის მთავარი კონსტრუქტორი (1978-1991),
საქართველოს სსრ მეცნიერებავთა აკადემიის კომპიუტერიზაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი (1989-1991)

ბ.გუგუშვილი

დეკემბერი 1996

დიზაინი და საავტორო უფლებები
რენო სირაძისა
ელ-ფოსტა:
r_s@reno.pp.fi
ელსმენი: (+358)-9-8723592

 Home ] General Intro ] Font Proportions ] Encodings and Keyboars ] [ Standartization 1 ] Standartization 2 ] Standartization 3 ] Radio Liberty ] Michael Everson ] Dumbadze, ImMemoriam ]

MMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMM

© BPG-InfoTech, 1997

mailto: rioni@hotmail.com