Georgian
 Web Typography

KKKKKKKKKKKKKKKKKKKKK

 Home ] Up ]

[Back] [Next]

 

ქართული
ვების
ტიპოგრაფია

 

General Intro
Font Proportions
Encodings and Keyboars
Standartization 1
Standartization 2
Standartization 3
Radio Liberty
Michael Everson
Dumbadze, ImMemoriam

 

სტატისტიკა Stats

 


შავლეგო

Shavlego

 

ქართული კარიბჭე

Georgian Portal

 

Download Zone

  

Unicode encoded Georgian document

Mirror from "DedaEna" [Mother Tongue] - first Georgian Website established Nov 1996


ქართული ენის კომუნიკაციური როლი და პრობლემები თანამედროვე კომპიუტერულ ქსელებში

გამოქვეყნებულია ქართულ პრესაში

ბოლო ორი-სამი წელია ინდუსტრიული საზოგადოება ახალმა ინფორმაციულმა აფეთქებამ მოიცვა. იგი დაკავშირებულია პრინციპულად ახალ და რაც მთავარია საზოგადოებრივად სარულყოფილი კომპიუტერული ინფორმაციული ქსელის დაარსებასთან, რომელსაც "მსოფლიო ვები" ანუ უბრალოდ "ვები" ჰქვია.

"ვებმა" საზოგადოებრიობის უფართოვესი წრეებისათვის სასარგებლო და რაც მთავარია ყოფითად მისაწვდომი გახადა ახალი ტიპის კომპიუტერული ინფორმაცია: უფრო სწორედ კი ე.წ. "მულტიმედია" - მრავალმხრივი, კომპლექსური ინფორმაცია - პოლიგრაფიულად მდიდარი ტექსტი, ფერადი სურათები (გამოსახულება) და ხმა.

ამით კომპიუტერულმა ინფორმაციამ, პირველად თავისი არსებობის მანძილზე, აჯობა პოლიგრაფიას, ბეჭდურ სიტყვას - ერთის მხრივ და ტელევიზიას - მეორემ მხრივ, გააერთიანა რა ორივეს შესაძლებლობები და დაუმატა მათ ფოსტისა-ტელეგრაფისა. ამავე დროს "ვებმა" მილიონობით კურძო პირსა თუ პატარა ორგანიზაციას მისცა შესაძლებლობა (ეკონომიკური და ტექნიკურ-ტექნოლოგიური) მსოფლიო მასშტაბით მისაწვდომი გახადოს თავისი ინფორმაცია. "ვები" ამ თვალსაზრისით ძირს უთხრის ინფორმაციის მონოპოლიას (ყოველ შემთხვევაში იგი ამის ტექნიკურ და ეკონომიკურ საფუძვლებს იძლევა).

"ვების" წარმატებას ეკონომიკურ საფუძველს უქმნის ის, რომ იგი რეკლამის წარმოდგენის ერთ-ერთი ეფექტური სფეროა და ამავე დროს საბანკო ანგარიშების მართვისა და ვაჭრობის საშუალებასაც იძლევა. ეს კი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ საბაზრო ეკონომიკამ ინტენსიურად და საფუძვლიანად დააფინანსოს იგი და ამით სოლიდური ბაზისი შეუქმნას.

თავის დროზე ქართული დამწერლობის (მწიგნობრობის) და შემდგომ ბეჭდური სიტყვის შექმნა-დანერგვამ ქართულ ეროვნულ კულტურის შექმნა-ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეასრულა და ქართული ეროვნულობა, ცივილიზაცია უზრუნველყო მატერიალური მატარებლით.

ახლა იგივე როლი უნდა შეასრულოს კომპიუტერული ინფორმაციის სფერომ. სამწუხაროდ, ახალი მულტიმედიის სისტემის შექმნა დაემთხვა საქართველოსათვის უმძიმეს პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას, რაც მკვეთრად ამცირებს ჩვენს შესაძლებლობებს. მაგრამ განა მარტივი იყო სიტუაცია მესამე-მეოთხე საუკუნეში - როდესაც ახალი, ქრისტიანული ქართული დამწერლობა იქმნებოდა და ინერგებოდა? ან კიდევ მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში - როდესაც ქართულ პოლიგრაფიას ეყრებოდა სათუძველი?

მაშინ ეს გაკთდა უკიდურესი სირთულეების, ომებისა და ნგრევის მიუხედავად. ახლაც იგივეა გასაკეთებელი. და გასაკეთებელია სწორედ სირთულეების მიუხედავად, იმ სირთულეების - რომელიც ობიექტურად არსებობს და იმ სირთულეების - რომელსაც ხელოვნურად გვიქმნიან.

უპირველესი კი, რაც გასაკეთებელია (რაშიც ხელშეშლა ყველაზე მარტივია) და რომლის გარეშე ვერც ერთი შემდგომი ნაბიჯი ვერ გადაიდგმება, ეს არის ინფორმაციის კომპიუტერული გაცვლის ქართული სტანდარტის დანერგვა - რამდენადაც იგი ფაქტობრივად გამომუშავებული იყო კანონიერი ხელისუფლების არსებობის მოკლე პერიოდში. სწორედ აქაა მოსალოდნელი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა. ანტიეროვნული ძალები ყოველნაირად შეეცდებიან ხელი შეუშალონ ამ შემუშავებული (ტექნიკურ-ტექნოლოგიურად და იდეოლოგიურად გამართული) სტანდარტის დანერგვას.

რაა მოსალოდნელი? ვიცით რა ანტიქართული ძალების ზნე-ჩვეულება:

  1. სამუშაოთა ყოველგვარი გაჭიანურება;

  2. მცდელობა დაინერგოს ნებისმიერი სტანდარტი, მაგრამ არა ის რომელიც კანონიერი ხელისუფლების დროს და მის მიერ შემუშავდა:

  • ქართული ასოები დალაგდეს გაფართოვებული ASCII-ს ნებისმიერ დიაპაზონში, მაგრამ არა ტექნოლოგიურად გამართლებული და საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით ტრადიციული 192-დან;

  • ქართული ასოები დალაგდეს არაანბანური რიგით (ანბანური რიგი კანონიზებულია ქრისტიანული და მეცნიერული მორალით და თვით ანბანის ერთ-ერთი სულიერი წყაროა). სიტყვა
    ან-ბან-ი მიუთითებს სწორედ ასოების თანამიმდევრობას;

    3.როგორც დამატებითი სირთულეების გაჩენის წყარო:

  • მცდელობები ერთ ცხრილად გაერთიანდეს ხუცური (ასომთავრული და ხუცური ნუსხური) და მხედრული (მთავრული და ნუსხური) - რომლებიც სხვადასხვა დამწერლობებია;

  • მცდელობები თანამედროვე მხედრულის ანბანურ რიგში შეურიონ ის ასოები რომლებიც თავის დროზე ილიამ ამოიღო და თანამედროვე დამწერლობაში არ გამოიყენება (ასეთი ასო-სიმბოლოები ბევრ სხვა დამწერლობებსაც აქვთ, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა ყველგან ასეთი ასო-ნიშნების ცხრილის ბოლო-დამატებით ნაწილში მოთავსებით გადაწყდა).

ამავე დროს, ქართული პოლიტიკური ემიგაცია, იყენებს რა თავის გარკვეულ უპირატესობებს (ტექნიკურ-ტექნოლოგიური გარემო, სოციალურ-პოლიტიკური დაცულობა და ა.შ.) ინტენსიურად ცდის, ავითარებს ქართულის კომპიუტერულ სტანდარტს, ჰქმნის "ვებისათვის" ტექნოლოგიურ გარემოს (შრიფტები, სხვადასხვა დრაივერები) და მეტიც - აარსებს "ვების გვერდებს", პირველ ქართულ ცალკეულ ელექტრონულ გამოცემებს და ისტორიაში პირველ ქართულ "ვების საიტებს" ა.შ. არც ეს არის უცხო საქართველოსათვის - ხშირად ქართული კულტურის წინსვლა-განვითარება გარკვეულწილად სწორედ უცხოეთში მყოფი ქართველობის შრომისა და ღვაწლის შედეგი იყო.

სააქართველოს პირველი პრეზიდენტის,
ზვიად გამსახურდიას სრულუფლებიანი წარმომადგენელი
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ფინეთის არქიტექტორთა კავშირის წევრი.

რენო სირაძე

დიზაინი და საავტორო უფლებები
რენო სირაძისა
ელ-ფოსტა:
r_s@reno.pp.fi
ელსმენი: (+358)-9-8723592

 Home ] General Intro ] Font Proportions ] Encodings and Keyboars ] Standartization 1 ] [ Standartization 2 ] Standartization 3 ] Radio Liberty ] Michael Everson ] Dumbadze, ImMemoriam ]

MMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMMM

© BPG-InfoTech, 1997

mailto: rioni@hotmail.com